logo
ENG



ერმაკის თქმით, უნგრეთ-უკრაინამ "ძლიერი ნაბიჯი" გადადგეს ზელენსკისა და ორბანის შეხვედრისკენ

29 იან 202421:13
3 წუთის საკითხავი
 
2024/01/29/xyq6ctixa74gxdl.jpg

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი აცხადებს, რომ უკრაინამ და უნგრეთმა გადადგეს "ძლიერი ნაბიჯი" უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და უნგრეთის პრემიერმინისტრ ვიქტორ ორბანს შორის შეხვედრისკენ.

ეს განცხადება უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან პიტერ სიიარტოსთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. პიტერ სიიარტო კიევში დღეს ჩავიდა. 

"ორივე მხარემ აბსოლუტურად მკაფიოდ განაცხადა იმის შესახებ, რომ არსებობს ინტერესი უკრაინის პრემიერმინისტრსა და უკრაინის პრეზიდენტს შორის შეხვედრის. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ დღეს გადავდგით ძალიან ძლიერი ნაბიჯი ამ შეხვედრისკენ.

რა თქმა უნდა, ჩვენ დაინტერესებულები ვართ, რომ ეს შეხვედრა იყოს წარმატებული და რეალურად გახსნას ახალი ფურცელი ჩვენს ურთიერთობებში", - თქვა ერმაკმა. 

ერმაკის თქმით, კონკრეტულ თარიღზე დღეს არ უსაუბრიათ, თუ როდის შედგება შეხვედრა, თუმცა აღნიშნა, რომ გამოხატეს ინტერესი იმასთან დაკავშირებით, რომ ეს შეხვედრა "რაც შეიძლება მალე ჩაინიშნოს".

29 დეკემბერს ერმაკმა Twitter-ზე დაწერა, რომ უკრაინა და უნგრეთი უახლოეს მომავალში ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვიქტორ ორბანის შეხვედრისთვის ემზადებიან

დეკემბერში ევროკავშირის ყველა ქვეყანა, უნგრეთის გარდა, უკრაინასთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებას დათანხმდა. ბლოკის ლიდერებმა ორბანის პოზიცია დაძლიეს იმით, რომ გადაწყვეტილების მიღების დროს უნგრეთის ლიდერს დარბაზის დატოვება შესთავაზეს.

თუმცა ევროპელმა ლიდერებმა ორბანის წინააღმდეგობის გამო ევროკავშირის ბიუჯეტიდან უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს ოდენობის გამოყოფა ვერ შეძლებს. მოსალოდნელია, რომ აღნიშნულ საკითხს პირველ თებერვალს დაუბრუნდებიან.

ორბანი ერთადერთი ევროპელი ლიდერი იყო, რომელიც საჯაროდ აცხადებდა, რომ უკრაინასთან წევრობაზე მოლაპარაკებები არ უნდა გახსნილიყო.


close დახურვა